S&P 500

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

S&P 500 (აბრევიატურა Standard and Poor’s 500-გან) აშშ-ში წარმოადგენს 500 ადგილობრივი კომპანიის აქციისგან შემდგარ საფონდო ბაზრის ინდექსს.[1] ბევრი ინვესტორი მას ამერიკული საფონდო ბაზრის საუკეთესო მაჩვენებლად მიიჩნევს. ინდექსი მოიცავს 500 წამყვან კომპანიას და ფარავს ხელმისაწვდომი საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით 80%. პრაქტიკაზე 500 ლისტინგური კომპანიიდან ბევრ კომპანიას გააჩნია მხოლოდ შეზღუდული გავლენა ინდექსის დინამიკაზე. აქციების ათ უმსხვილეს ფონდს S&P 500-ში 2021 წლის ივნისის ბოლოსთვის გააჩნდათ დაახლოებით 26,6% საერთო წონა ინდექსში.[2]

ინდექსი S&P 500 შეიქმნა 1957 წელს და გამოიანგარიშება საბაზო აქციების საშუალოდ აწონილი ღირებულების გამოყენებით, ამიტომ აქციებს უფრო მარალი საბაზრო რეიტინგით აქვთ უფრო დიდი გავლენა ინდექსის საერთო ღირებულებაზე. 2005 წლიდან ინდექსი ითვალისწინებს თავისუფალ ბრუნვაში აქციების რაოდენობას.[3]

კომპანიების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმია საბაზრო კაპიტალიზაცია, მაგრამ მხედველობაში მიიღება აქციების ლიკვიდურობა, ზრდის ტემპები, კომპანიის საქმიანობის სახეობა.[4][5] ფინანსური სექტორის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის აქციები შეადგენენ ინდექსის ღირებულების თითქმის ნახევარს. თუ კომპანია აღარ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ეს არ იწვევს დაუყოვნებლივ მოხსნას. ინდექსიდან მოხსნის ძირითადი მიზეზია გაყიდვა ან შერწყმა.[6]

2003 წლის დასაწყისიდან არსებობს ინდექსი S&P 500 EWI, რომელშიც 500-ვე მონაწილეს აქვს თანაბარი წონა 0,2%. ინდექსის კორექტირება ხდება ყოველ კვარტალში.[7]

Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads