Secure Digital

From Wikipedia, the free encyclopedia

Secure Digital
Remove ads

ფლეშ მეხსიერება Secure Digital Memory Card (SD) — მეხსიერების ბარათის ფორმატი, რომელიც სპეციალურად შექმნილია პორტატიული მოწყობილობებისთვის. დღესდღეობით ის ფართოდ გამოიყენება ციფრულ ფოტოაპარატებში, მობილურ ტელეფონებში, კომუნიკატორებში, სმარტფონებში, ელექტრონულ წიგნებში და მრავალ სხვა მოწყობილობებში.

Thumb
ფლეშ მეხსიერება Secure Digital
Thumb
SD, მიკრო და მინი

ფორმატი

Secure Digital ფლეშ მეხსიერება შემუშავებული იყო Panasonic-ის, SanDisk-ის და Toshiba-ს მიერ. საბაზოდ აღებული იყო მულტიმედია (MMC) ბარათი. იგი ანონსირებული იყო 2000 წელს Matsushita, SanDisk და Toshiba ს მიერ.

ცნობილია ამ ფორმატის 4 თაობის ბარათები:

  • SD 1.0 —8 მბ - 2 გბ-მდე
  • SD 1.1 —4 გბ -მდე
  • SDHC —32 გბ -მდე
  • SDXC —2 ტბ -მდე

SD ბარათების კლასი

ბარათები ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარის მიხედვით იყოფა შემდეგ კლასებად : 1,2,4,6,10,16

  • SD Class 2 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 2 მბ/წმ) — 13x
  • SD Class 4 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 4 მბ/წმ) — 26x
  • SD Class 6 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 6 მბ/წმ) — 40x
  • SD Class 10 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 10 მბ/წმ) — 66x
  • SD Class 16 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 16 მბ/წმ) — 106x

SD და MMC (MultiMedia Card) ბარათების მახასიათებლების შედარება

მეტი ინფორმაცია ტიპი, MMC ...

ფაილური სისტემა

SD, SDHC и SDXC მეხსიერების ბარათებისთვის სტანდარტულ ფაილურ სისტემად ითვლება FAT (2 გბ მოცულობის ბარათებისთვის FAT16, 32 გბ მოცულობის ბარათებისთვის FAT32, ხოლო 32 გბ-ზე დიდი მოცულობის ბარათებისათვის exFAT). მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მათი სხვა ფაილურ სისტემაში ფორმატირებაც.

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads