PC Engine SuperGrafx

From Wikipedia, the free encyclopedia

PC Engine SuperGrafx
Remove ads

PC Engine SuperGrafx (იაპონ. PCエンジンスーパーグラフィックス), შემოკლებით SuperGrafx, ან PC Engine SGმეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია NEC-ის მიერ, რომელიც იაპონიაში გამოვიდა 1989 წლის 8 დეკემბერს, ხოლო საფრანგეთში 1990 წლის მაისში. ეს არის PC Engine-ის განახლებული ვერსია და მის მსგავსად იმპორტირებული იქნა საფრანგეთში.

სწრაფი ფაქტები მწარმოებელი, ტიპი ...

თავდაპირველად დაანონსდა PC Engine 2-ის სახელით და (PCエンジン2)[2] მოიაზრებოდა, როგორც ჭეშმარიტი 16 ბიტიანი სისტემა გაუმჯობესებული გრაფიკითა და აუდიო შესაძლებლობებით, რომლის გამოშვება დაგეგმილი იყო 1990 წელს, თუმცა ის ბაზარზე გამოჩნდა 1989 წელს მხოლოდ რამდენიმე განახლებით ორიგინალ კონსოლთან შედარებით.

სისტემის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, საერთო ჯამში გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ 6 თამაში: „1941:Counter Attack“, „Aldynes“, „Battle Ace“, „Darius Plus“, „Daimakaimura“, „Madō King Granzort“. მაგრამ, იმის წყალობით, რომ SuperGrafx უკუთავსებადი იყო PC Engine-თან, მასზე ხელმისაწვდომი გახდა 700-მდე პროგრამული პაკეტი. კომერციული კრახიდან გამომდინარე, SuperGrafx-ის არცერთი მოწყობილობა არ დანერგილა მის მემკვიდრე კონსოლ PC Engine Duo-ში.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads