PC Engine Duo
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
PC Engine Duo — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანიების, NEC-ის და Hudson Soft-ის მიერ იაპონური ბაზრისთვის 1991 წლის 21 სექტემბერს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის გამოვიდა 1992 წლის 10 ოქტომბერს, TurboDuo-ის სახელწოდებით.
აშშ-ში TurboDuo რეკლამირებული იქნა Turbo Technologies, Inc-ის მიერ (TTI), რომელიც წარმოადგენდა NEC-ის და Hudson Soft-ის ერთობლივ საწარმოს. ის შეიქმნა, რათა მოეხდინა NEC-ის შექმნილი კონსოლების რეალიზაცია ჩრდილოეთ ამერიკაში, რათგანაც NEC Home Electronics USA-მა ვერ შეძლო პლატფომის გასაღება ამ რეგიონში.
კონსოლის თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 299.99 აშშ დოლარს, ხოლო იაპონიაშ 59,800 იპაონურ იენას. TurboDuo წარმოადგენს TurboGrafx-16-ისა TurboGrafx-CD-ის კომბინაციას და გააჩნდა განახლებული BIOS და დამატებითი 192 კბ ოპერატიული მეხსიერება. TurboGrafx-CD-ის მსგავსად TurboDuo-ს შეეძლო Compact Disc Digital Audio-ს და CD+G-ის ფორმატის აღქმა, თუმცა მას არ ჰქონდა PC Engine-ის HuCards-ის წაკითხვის შესაძლებლობა დამატებითი ადაპტერის ან მოდიფიკაციის გარეშე. კონსოლი მოიხმარდა HuC6280-ის ცენტრალურ პროცესორს 1.79 ან 7.16 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 კბ ოპერატიულ და 64 კბ ვიდეო მეხსიერებას, გრაფიკულ ჩიპს შეეძლო 481 ფერის გამოსახვა ეკრანზე და შეტანის საშუალებად გამოიყენებდა სტანდარტულ გეიმპადს. დასახელება TurboDuo მომდინარეობს TTI-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შექმნილი პერსონაჟ ჯონი ტურბოდან.[2]
იაპონიაში NEC-მა გამოუშვა PC Engine Duo-ის რამდენიმე ვერსია, მათ შორის PC Engine Duo R (გამოსული 1993 წლის 25 მარტს)[1] და PC Engine Duo RX (1994, 25 ივნისი).[1]
Remove ads
გალერეა
- PC Engine Duo R
- PC Engine Duo RX
- PC Engine ArcadeCard DUO
იხილეთ აგრეთვე
- TurboGrafx-16/PC Engine
- TurboGrafx-16-ის თამაშების სია
- PC Engine-ის თამაშების სია
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „PC Engine Duo“ ვიკისაწყობში.- TurboDuo — ოფიციალური ვიკი
- PC-Engine-ის ტექნიკური დოკუმენტაცია პროგრამისტებისთვის MagicEngine.com-ზე
- PC-Engine-ის თამაშების დეველოპერების საიტი დაარქივებული 2015-02-07 საიტზე Wayback Machine. Frozen Utopia-ზე
- TurboDuo-ს და TurboGrafx-16-ის მიმოხილვა The Video Game Critic-ზე
- NEC PC Engine Duo \ TurboDuo ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
