ვიკივოიაჟი

From Wikipedia, the free encyclopedia

ვიკივოიაჟი
Remove ads

ვიკივოიაჟი (საერთაშორისო სახელწოდება — Wikivoyage) — არაკომერციული, ღია მრავალენოვანი პროექტი, რომელიც ეძღვნება ტურიზმსა და თავისუფალი მეგზურების შექმნას. 2012 წლის ნოემბრიდან Wikivoyage ბეტა-ტესტირების რეჟიმში ფონდ ვიკიმედიის პროექტი გახდა, ხოლო 2013 წლის 15 იანვრიდან გაიხსნა ოფიციალურად როგორც ფონდის რიგით მე-12 პროექტი. Wikivoyage იყენებს MediaWiki-ის თავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფას — ისეთივეს, როგორსაც ვიკიპედია, და ზოგადად, Wikimedia Foundation-ის დანარჩენი პროექტები. 2003 წელს მეუღლეებმა ევან და მიშელ პროდრომუმ დააფუძნეს პროექტი Wikitravel-ი. 3-წლიანი წარმატებული განვითარების შემდეგ, კერძოდ, 2006 წელს მიჰყიდეს ამერიკულ კომპანია Internet Brands-ს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით იმავე წელს Wikitravel-ის გერმანულმა და იტალიურმა საზოგადოებებმა შექმნეს მისი ფორკი — Wikivoyage. საიტზე რეგისტრაცია არ არის სავალდებულო. ამჟამად Wikivoyage მოქმედებს 16 აქტიურ ენაზე, რომელთაგან ქართული განყოფილება (ვიკივოიაჟი), ჯერჯერობით ინკუბატორშია.

სწრაფი ფაქტები ვიკივოიაჟი, კომერციულობა ...
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads