Map Graph
No coordinates found

რვაფეხა

რვაფეხა — თავფეხიანი მოლუსკი რბილტანიანთა ტიპისა. გავრცელებულია ოკეანათა და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთით ვრცელდება შოტლანდიის სანაპიროემდე, ხოლო სამხრეთით — ავსტრალიამდე. თავზე აქვს 8 გრძელი „ხელი“ თავისი მისაწოვრებით. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით, თვითონ რვაფეხას ჭამენ ზღვის ძუძუმწოვრები, ზოგიერთი ფრინველი და თევზი. რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. განაყოფიერება შინაგანია. ზოგ ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ.

Read article
ფაილი:Octopus_vulgaris2.jpgფაილი:Status_iucn3.1_LC_ka.svg