From Wikipedia, the free encyclopedia
ა კაპელა (იტალ. a cappella) — მრავალხმიანი გუნდური სიმღერა მუსიკალურ საკრავთა თანხლების გარეშე. როგორც პროფესიული საგუნდო ხელოვნების სტილი. ა კაპელა ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების მიწურულს საკულტო პოლიფონიაში. უდიდეს განვითარებას მიაღწია აღორძინების ხანის ნიდერლანდში და კლასიკური გამოხატულება ჰპოვა რომის პოლიფონიური სკოლის მამამთავრის ჯოვანი პალესტრინას შემოქმედებაში. ა კაპელას იყენებენ საერო საგუნდო ხელოვნებაშიც. განსაკუთრებით გავრცელებულია ხალხურ შემოქმედებაში. ქართული ხალხური საგუნდო სიმღერა უპირატესად ა კაპელით სრულდება. ქართულ პროფესიულ მუსიკაში იგი XX საუკუნის 10-იან წლებში მკვიდრდება (ნიკო სულხანიშვილის საგუნდო ნაწარმოებები).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.