აბსტრაქტული ალგებრა
From Wikipedia, the free encyclopedia
აბსტრაქტული ალგებრა ან უმაღლესი ალგებრა — მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ალგებრულ სტრუქტურებს, როგორიცაა ვექტორული სივრცე, ჯგუფი, რგოლი, ველი, მოდული, ალგებრა და ა. შ. დღეს როგორც წესი სიტყვა ალგებრა იხმარება უმაღლესი ალგებრის აღსანიშნავად, ხოლო ეს უკანასკნელი უბრალოდ გამოიყენება თანამედროვე ალგებრის სასკოლო, ელემენტარული ალგებრისგან განსასხვავებლად.
თანამდეროვე მათემატიკის ყველა დარგი დაწყებული მათემატიკური ლოგიკითა და რიცხვთა თეორიით და დამთავრებული მათემატიკური ფიზიკით ფართოდ იყენებს აბსტრაქტული ალგებრის ცნებებს და მეთოდებს. მაგალითად ლის ალგებრები გამოიყენებიან ფიზიკაში.
კატეგორიათა თეორია და უნივერსალური ალგებრა სწავლობენ იმ საერთოს, რაც სხვადასხვა ალგებრულ სტრუქტურებს გააჩნიათ.
საქართველოში ალგებრის განვითარებას სათავე დაუდო გიორგი ჭოღოშვილმა და მისმა მოსწავლემ ხვედრი ინასარიძემ.