From Wikipedia, the free encyclopedia
აგლუტინაცია — აფიქსის მექანიკური დაკავშირება სიტყვის ძირთან ან ფუძესთან. აგლუტინაციის დროს ერთი აფიქსი გამოხატავს მხოლოდ ერთ გრამატიკულ კატეგორიას და ყოველ გრამატიკულ მნიშვნელობას მუდამ გარკვეული აფიქსი გადმოსცემს. აფიქსი ორგანულად არ ერწყმის არც ძირს, არც წინამავალ და არც მომდევნო აფიქსს: სიტყვა - ფორმა ადვილად იშლება შემადგენელ ნაწილებად. ყველა ცვლილება, რაც მორფემათა საზღვარზე ხდება (ფუძის კუმშვა ან კვეცა, აფიქსური ელემენტის ხმოვნის ან თანხმოვნის შეცვლა), ექვემდებარება ამა თუ იმ ენისათვის დამახასიათებელ წმინდა ფონეტიკურ კანონზომიერებას.
ენათმეცნიერება |
თეორიული ენათმეცნიერება |
---|
მორფოლოგია |
სემასიოლოგია |
ენათმეცნიერული ტიპოლოგია |
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება |
ინტერნეტ ენათმეცნიერება |
ფსიქოლინგვისტიკა |
დაკავშირებული სტატიები |
ენათმეცნიერების სია |
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში |
აგლუტინაციის პრინციპის მიხედვით ქართულ ენაში იწარმოება: სახელებში- ბრუნვა, რიცხვის კატეგორიები (მაგალითად, კაც-ი; აფიქსი -ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია; კაც-ებ-ს, -ებ- მრავლობითი რიცხვის, ხოლო -ს მიცემითი ბრუნვის ნიშანია), ზმნებში- პირი, დრო, რიცხვი, კილო, გვარი, თემა, კაუზატივი და სხვა. მაგალითად, ზმნაში ვ-წერ-დი-თ, ვ პირველი სუბიექტური პირის, -დ- ნამყო უსრული დროის, ხოლო -თ მრავლობითი რიხცვის ნიშნებია.
ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის დროს აგლუტინაცია მიჩნეულია ერთ-ერთ საკლასიფიკაციო ნიშნად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.