ღადამი
From Wikipedia, the free encyclopedia
ღადამი, ადამი — იბერიის მეფე II ს-ის დასასრულს. ღადამის მეფობით სრულდება ორმეფობა ქართლში. მას „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ უწოდებს ღადამს, „მეფეთა ცხოვრება“ – ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარდაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა. პავლე ინგოროყვას აზრით ღადამი მეფობდა 161–164 წლებში, ხოლო ღადანა – 164–180 წლებში.[5]სერგი გორგაძის აზრით ღადამი მეფობდა 146 წელს მცირე ხნით.
სწრაფი ფაქტები ღადამი, იბერიის მეფე ...
ღადამი | |
---|---|
ადამი | |
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: |
129–132[1] 147–151[2] 146[3] 132–135[4] |
წინამორბედი: | ფარსმან II ქველი |
შვილები: | ფარსმან III |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | ფარსმან II ქველი |
დედა: | ღადანა |
დახურვა