ადამიანის განვითარების ინდექსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ადამიანის განვითარების ინდექსი (ინგლ. Human Development Index - (HDI)) — მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიკატორს მისი განვითარებისა და ის აერთიანებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად.
0.950 და მეტი
0.900–0.949
0.850–0.899
0.800–0.849 0.750–0.799 |
0.700–0.749
0.650–0.699
0.600–0.649
0.550–0.599 0.500–0.549 |
0.450–0.499
0.400–0.449
0.350–0.399
0.350-ზე ქვემოთ მონაცემები არ არსებობს |
ადამიანის განვითარების ინდექსის მთავარი დანიშნულებაა განსაზღვროს ქვეყნის ადამიანური განვითარების დონე, რომელიც ასევე იმ ჯგუფს განსაზღვრავს, რომელსაც ეს ქვეყანა განეკუთვნება- განვითარებულ, განვითარებად თუ დაბალგანვითარებულ ქვეყანათა ჯგუფს. ზოგადად, „ჰუმანური განვითარება“ — ესაა კონცეფცია, „გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის“ (UNDP) მიხედვით, ეხება ადამიანთა შესაძლებლობების ზრდის პროცესს, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას, განათლების მიღებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ჯანდაცვას და ა. შ.
საინტერესოა, რომ ეს ინდექსი 1980 წელს შეიმუშავეს პაკისტანელმა ეკონომისტმა — მაჰბუბ ელ ჰაქმა და სერ რიჩარდ ჯოლიმ. მას შემდეგ, „გაეროს განვითარების პროგრამა“ თავის ყოველწლიურ „ადამიანური განვითარების ანგარიშში“ იყენებს ამ ინდექსს.
შეიქმნა იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ ხალხი და მათი შესაძლებლობები უნდა იყოს ქვეყნის განვითარების შეფასების საბოლოო კრიტერიუმები და არა მხოლოდ ეკონომიკური ან სხვა სექტორული საქმიანობა. ადამიანის განვითარების ინდექსი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში კერძოდ, შემდეგ კითხვაზე პასუხის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება, რომ ქვეყნებმა განსხვავებული ადამიანის განვითარების ინდექსი აჩვენონ და რა არის ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზები? ამ კონტრასტებმა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზეგავლენას მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაზე.
ადამიანის განვითარების ინდექსი ადგენს კრიტერიუმებს და გვიჩვენებს ამ კრიტერიუმების მიხედვით თუ რა საფეხურზეა ესა თუ ის ქვეყანა. ეს ყველაფერი გამოსახულია მაჩვენებლით 0-დან 1-მდე.
მისი თითოეული კრიტერიუმი განსხვავებულად ფასდება. ჯანმრთელობის განზომილება ფასდება დაბადებისთანავე სიცოცხლის ხანგრძლივობით; განათლების განზომილება ფასდება სკოლამდელი ასაკისა და საშუალოასაკის, დაახლოებით 25 წლის და მეტი ასაკის მოზრდილების სექტორის მიხედვით; ცხოვრების განზომილების სტანდარტი კი იზომება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით.
ადამიანის განვითარების ინდექსი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც უშუალოდ ადამიანის, როგორც ინდივიდის განვითარებას გულისხმობს. ეს მნიშვნელოვნად არ ეხება უთანასწორობას, სიღარიბეს, ადამიანის უსაფრთხოებას, უფლებამოსილებას და სხვა მსგავს საკითხებს.
ადამიანის განვითარების ანგარიში უმეტესად 1990 წლიდან მოყოლებული მის შემდგომ პერიოდებში გამოქვეყნდა. 2019 წლის დასკვნაში მოცემულია 189 ქვეყნის და ტერიტორიის, 15 რეგიონის ან ჯგუფის შესაბამისი მონაცემები, 2018 წელს შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 2010 წლის ანგარიშში დაინერგა უთანასწორობის ადაპტირებული ადამიანის განვითარების ინდექსი (IHDI), რომელიც აფასებს ქვეყნებს უთანასწორობის მეოთხე განზომილებაში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ „IHDI არის ადამიანის განვითარების რეალური დონე და „HDI შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის განვითარების პოტენციურ განმსაზღვრელ ინდექსად“.