ადარნასე II (გ. 923) — ქართველთა მეფე 888–923, ტაო-კლარჯეთის სამეფოს გამგებელი, ძე დავით I კურაპალატისა, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ტაოს შტოს შთამომავალი.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადარნასე.
სწრაფი ფაქტები ქართველთა მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
ადარნასე II
ქართველთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 888
მმართ. დასასრული: 923
წინამორბედი: სამეფოს რესტავრაცია
მემკვიდრე: დავით II
ქართველთა კურაპალატი
მმართ. დასაწყისი: 891
მმართ. დასასრული: 923
წინამორბედი: გურგენ I (ტაოს I შტო)
მემკვიდრე: აშოტ IV
შვილები: დავითი
ბაგრატი
აშოტი
სუმბატი
1 ქალიშვილი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით I
დახურვა

ცხოვრება და მოღვაწეობა

ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის გაჩაღებულ შინაფეოდალურ ომში დავით I კურაპალატის დაღუპვის (881) შემდეგ სამთავროს გამგებლობა ადარნასე II-ის ხელში გადავიდა. დავითის მკვლელმა ნასრა, გვარამ მამფლის ძემ (888) აფხაზთა მეფის ბაგრატის დახმარებით სცადა ტაო-კლარჯეთის სამფლობელოების დაბრუნება, მაგრამ ადარნასე II-მ და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს. ამ დროიდან დაიწყო ადარნასე II-ის გაძლიერება. ბაგრატიონთა შორის მან პირველმა მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული (888). ადარნასე II იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის. მას მხარს უჭერდნენ სომხეთის (შირაქის) მეფეები. 891 ადარნასე II სომხეთის შინაფეოდალურ ბრძოლებში ჩაერია და ხელი შეუწყო შირაქში სუმბატ აშოტის ძის გამეფებას. 904 ადარნასე II-მ სუმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე. შემდეგში სუმბატ სომეხთა მეფემ გაათავისუფლა კონსტანტინე, რასაც ყოფილ მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა. 907 ადარნასე II მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს აბუ ლ-კასიმს და სუმბატის წინააღმდეგ იბრძოდა. ადარნასე II ეწეოდა კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობას: ააშენა და საეპისკოპოსო საყდრად აქცია ბანას ტაძარი.

ლიტერატურა

წინამორბედი:
გურგენ I
ქართველთა მეფე
888 - 923
შემდეგი:
დავით II

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.