ვაჯრაიანულ ბუდიზმში ადიბუდდჰა (ტიბ: དང་པོའི་སངས་རྒྱས་ ვაილი: dang-po'i sangs-rgyas დანგ'პოჲ სანჯჲე) არის „თავდაპირველი ბუდდჰა“. ის არის პირველყოფილი, თვითშემქმნელი ბუდდჰა, ყველაფერზე ადრე არსებული. სამანტაბჰადრა, სამანტაბჰადრი და ვაჯრადჰარა ადიბუდდჰას ყველაზე ცნობილი სახელებია, თუმც სხვებიც არსებობს. იგი, ძირითადად, მუქ ლურჯადაა გამოსახული.
ადიბუდდჰას ცნება ახლოსაა მონოთეიზმთან. ბევრი ბრძენი და ბოდჰისატვა მის განსხეულებად ითვლება. ადიბუდდჰას შედარება შეიძლება უფრო ბრაჰმანთან, ეინ სოფთან ან არქესთან, ვიდრე პერსონალურ დემიურგთან - იაჰვესთან ან იშვარასთან. ასევე, ადიბუდდჰაზე არაა ნათქვამი, რომ შემქმნელია, მაგრამ ყველაფრის საწყისია. ადიბუდდჰა ემანაციური ხასიათის ღვთაებაა.
- აკშობჰია
- ვაიროჩანა
- ვაჯრადჰარა
- ვაჯრასატტვა
- სამანტაბჰადრა, სამანტაბჰადრი
- ადიბუდდჰა
- კაგჲუს სკოლა - ვაჯრადჰარა დაარქივებული 2012-02-14 საიტზე Wayback Machine.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.