From Wikipedia, the free encyclopedia
ედირნე (ასევე ადრიანოპოლი, ბერძ. Αδριανούπολις; ბულგ. Одрин) — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ედირნეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ევროპულ ნაწილში, მდინარე მარიცაზე საბერძნეთის საზღვართან. მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელს 128,400 კაცი.
ქალაქი | |
---|---|
ედირნე Edirne | |
ქვეყანა | თურქეთი |
კოორდინატები | 41°40′41″ ჩ. გ. 26°34′34″ ა. გ. |
ქალაქის მერი | ჰამდი სედეფჯი |
დაარსდა | II საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 42±1 მეტრი |
მოსახლეობა | 128,400 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (+90) 284 |
საფოსტო ინდექსი | 22 000 |
საავტომობილო კოდი | 22 |
ოფიციალური საიტი | edirne.gov.tr |
ბიზანტიის იმპერიის ხანაში ქალაქში იყო შერეული, ძირითადად, ბერძნულ–ბულგარული მოსახლეობა. იყვნენ ასევე სომხები. ოსმანთა ხანგრძლივი ბატონობის მიუხედავად, თურქები და ზოგადად მუსლიმები არასდროს შეადგენდნენ ქალაქის უმრავლესობას. ასევე უმრავლესობას არ შეადგენდა არც ერთი ეთნოლინგვისტური ჯგუფი, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ბერძნული მოსახლეობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში 27,5 %–ს შეადგენდნენ.
1905 წლის მონაცემებით 80 ათასიანი ქალაქის ეთნორელიგიური სურათი ასე გამოიყურებოდა:
ქრისტიანთა და ებრაელთა ძირითადმა ნაწილმა ქალაქი დატოვა 1923 წელს. დღეს ქალაქში ცხოვრობენ თურქები (95 %) და მუსლიმი ბოშები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.