From Wikipedia, the free encyclopedia
სენ-ჟან-დ’აკრი (ფრანგ. Saint Jean d'Acre), აკრა[1] (ფრანგ. Acre) ან პტოლემაია — ანტიკური და შუა საუკუნეების ქალაქი თანამედროვე ისრაელში, დღევანდელი აკო.
ძველი ქალაქი აკრა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ძველი ქალაქის ხედი | |
ქვეყანა | ისრაელი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, v |
სია | |
რეგიონი** | |
კოორდინატები | 32°55′16″ ჩ. გ. 35°04′07″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2001 (25-ე სესია) |
ნომერი | 1042 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1042 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქი ეგვიპტის მმართველმა, პტოლემე II-მ დაიპყრო და პტოლემაია უწოდა. ეს სახელი ერქვა მას ლათინთა დაპყრობებამდე (ჯვაროსნული ლაშქრობები). 1104 წელს პტოლემაია ჯვაროსნებმა აიღეს. იგი იერუსალიმის სამეფოს მთავარი პორტი გახდა. აქ მოღვაწეობდა ბევრი გენუელი ვაჭარი. იოანიტების ორდენმა (ფრანგულად — წმინდა ჟანის ორდენმა) პტოლემაიას სენ-ჟან-დ’აკრი უწოდა. 1187 წელს სალადინმა დაიპყრო. 1191 წელს, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს რიჩარდ ლომგულმა დაიბრუნა. 1291 წელს ალ-აშრაფ ხალილმა აიღო აკრა და საბოლოოდ განდევნა ჯვაროსნები წმინდა მიწიდან.[2][3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.