ალავერდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.
ტერმინს „ალავერდი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალავერდი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
ალავერდი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ალავერდის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | VI საუკუნის შუა ხანები - XI საუკუნე |
დეტალები | |
სიგრძე | 41,7 მ |
სიგანე | 26,4 მ |
სიმაღლე (მაქს.) | 50 მ-ზე მეტი |
გუმბათი | 1 |
დახურვა
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.