ალმერიის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ალმერია (ესპ. Almería) — პროვინცია სამხრეთ ესპანეთში. იგი შემოსაზღვრულია გრანადისა და მურსიის პროვინციებით. სამხრეთით აკრავს ხმელთაშუა ზღვა. მისი დედაქალაქია ალმერია.
პროვინცია გადაჭიმულია 8,769 კმ²-ზე. მოსახლეობა შეადგენს 635.850 კაცს (2006 წლის მონაცემებით), ხოლო სიმჭიდროვე 62.32/კმ²-ია. ალმერიაში არის 103 მუნიციპალიტეტი. იხ ალმერიის მუნიციპალიტეტები