![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/Alpha_Decay.svg/langka-640px-Alpha_Decay.svg.png&w=640&q=50)
ალფა-ნაწილაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალფა-ნაწილაკი (α-ნაწილაკი) — ჰელიუმის ატომის ბირთვი, რომელსაც გამოასხივებს ზოგიერთი რადიოაქტიური ელემენტი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/Alpha_Decay.svg/240px-Alpha_Decay.svg.png)
ალფა-ნაწილაკი აგრეთვე ნეიტრონების ან დამუხტული ნაწილაკების ზემოქმედებით მიმდინარე ზოგიერთი ბირთვული რეაქციის პროდუქტია. მაგალითად პროტონებით () აზოტის ატომის (
) დაბომბვისას მიიღება ალფა-ნაწილაკი (
). ალფა-ნაწილაკი მდგრადია და ოთხი ნუკლონისაგან (ორი პროტონისა და ორი ნეიტრონისაგან) შედგება. მისი მასა უდრის 4.00273 მასის ატომურ ერთეულს ანუ 6976664400000000000♠6.644×10−24 გ. ელექტრული მუხტი ორი დადებითი ელემენტარული მუხტის ტოლია, სპინი და მაგნიტური მომენტი ნულის ტოლი, ბმის სრული ენერგია 28.11 მეგევ-ია (7.03 მეგევ თითოეულ ნუკლონზე). ალფა-ნაწილაკი ჰელიუმის ატომების ორჯერადი იონიზაციით მიიღება. ნივთიერებაში ალფა-ნაწილაკის შეღწევის უნარი, მისი ენერგიის მაღალი იონიზაციური დანაკარგის გამო მეტად მცირეა. ალფა-ნაწილაკებს იყენებენ ბირთვული რეაქციების, უმთავრესად (
,
) ტიპის რეაქციების ჩასატარებლად, ე. ი. ნეიტრონების ხელოვნურ წყაროებში.
ალფა-ნაწილაკების ნაკადით ორგანიზმის გარეგანი დასხივებისას ზიანდება მხოლოდ კანის შიშველი ადგილები და რქოვანა. ალფა-ნაწილაკების დიდ დოზას შეუძლია გააჩინოს ძნელად მოსაშუშებელი წყლულები. გაცილებით საშიშია ალფა-ნაწილაკით შინაგანი დასხივება. ჰაერით ან საკვებით ორგანიზმში მოხვედრილი -გამომსხივარი გროვდება ფილტვებში, ღვიძლში, ელენთასა და თირკმლებში. დიდი ნახევარდაშლის პერიოდისა და მაღალი კონცერეგენული აქტიურობის გამო იგი ახდენს ორგანიზმის ხანგრძლივ დასხივებას, რაც იწვევს ქრონიკულ სხივურ დაავადებას და წარმოშობს ავთვისებიან სიმსივნეს.