From Wikipedia, the free encyclopedia
ამებები (ლათ. Amoebina) — უმარტივესების ტიპი.
ამებები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Amoebina | ||||||||||
|
ამებების სხეული უჩონჩხოა. მათი დიამეტრია 50 მკმ (მიკრომეტრი), თუმცა არიან 2-3 მმ-მდე დიამეტრის მქონე სახეობებიც. სხეული შედგება ციტოპლაზმისა და ერთი ან რამდენიმე ბირთვისაგან. ციტოპლაზმა ორ შრედ იყოფა: გარეთა — ჰომოგენური, ღია ფერის ექტოპლაზმა და შიგნითა — მუქი და მარცვლიანი ენდოპლაზმა, რომელშიც ბირთვი და ვაკუოლებია. კუმშვადი ვაკუოლი წყლისა და მარილების ცვლას აწესრიგებს.
საჭმლის მომნელებელ ვაკუოლში მოხვედრილი საკვები სათანადო ფერმენტების მოქმედებით გადამუშავება. ამებები მოძრაობენ ციტაპლაზმური გამონაზარდებით — ცრუფეხებით (ფსევდოპოდიები), რომლებითაც საკვებსაც იტაცებენ. არახელსაყრელ პირობებში (წყალსატევის ამოშრობის ან საკვების ნაკლებობისა და სხვა დროს) ამებები მრგვალდებიან, იკეთებენ გარსს და ცისტად გადაიქცევიან. ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისას ცისტის გარსი იშლება და ამებები აქტიურად იწყებენ ცხოვრებას.
ჩვეულებრივ, ამებები უსქესოდ (გაყოფით) მრავლდებიან: ჯერ იყოფა ბირთვი, შემდეგ ციტოპლაზმა. სქესობრივად მრავლდებიან მხოლოდ ლათ. Amoeba diploidea. ამებების საკვებია ბაქტერიები, მცირე ზომის წყალმცენარეები და უმარტივესნი, ზოგჯერ კი ორგანული ნივთიერებათა ნარჩენები; პათოგენური ენტამება ერითროციტებით იკვებება. ამებები უმეტესად მტკნარწყლიან წყალსატევებში გვხვდება, ზოგი ზღვაში, ნოტიო ნიადაგში ან შლამში ცხოვრობს. მრავალი სახეობა პარაზიტია. ბინადრობს ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში, მ. შ. ყველაზე საშიშია დიზენტერიის ამება (ლათ. Entamoeba histolitica), რომელიც ამებურ დიზენტერიას იწვევს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.