ამორიტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ამორიტები — ანტიკური სემიტური წარმოშობის ხალხი. ძირითადად სახლობდნენ დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე. ძვ.წ. XXI საუკუნიდან ძვ.წ. XVII საუკუნის დასასრულამდე ამორიტებმა დაიპყრეს მესოპოტამიის სამხრეთი ნაწილი, სადაც ხელსაყრელ ტერიტორიებზე რამდენიმე ცნობილი ქალაქ-სახელმწიფო შექმნეს, მათ შორის ბაბილონიც, რომელიც პატარა ადმინისტრაციული ქალაქიდან დამოუკიდებელ სახელმწიფომდე და მთავარ ქალაქამდე აღზევდა.