From Wikipedia, the free encyclopedia
ანგკორი – IX-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი ქ. სიემ-რეაპის მახლობლად კამბოჯაში. შეიქმნა ქმერების ფეოდალური სახელმწიფოს აყვავების პერიოდში. შემორჩენილია სატახტო ქალაქების იაშოდხარაპური (დაარსდა IX საუკუნის დასასრულს) და ანგკორ-თომის (XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნე) ნანგრევები, ქვის ტერასები და სატაძრო ანსამბლები. ანგკორის ერთ-ერთი უდიდესი ანსამბლია ანგკორ-ვატი (1300 მ × 1500 მ, სიმაღლე 66 მ; დაახლოებით 113-1150 წლები). მთავარ ტაძარს გარს ერტყმის ტერასებად განლაგებული სვეტებიანი გალერეების 3 მწკრივი. ანგკორის კომპლექსში შედის აგრეთვე გეგმით კვადრატული ქ. ანგკორ-თომი (ფართობი 9 კმ²), რომლის ცენტრში აგებული ბაიონის ტაძრისაკენ ქალაქის კარებიდან ოთხი ქუჩა მიემართება. ბაიონის 54 კოშკი და ჭიშკრის 5 კოშკი შემკულია ადამიანის 2,4 მ-იანი სკულპტურული სახეებით. ანგკორში უხვად არის გამოყენებული ქვაში ნაკვეთი რელიეფი, ქანდაკება; ტაძრების გალერეების კედლები შემკულია ბატალური და საყოფაცხოვრები სცენების ამსახველი მოხატულობით.
ანგკორი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | კამბოჯა | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv | |
სია | ||
რეგიონი** | აზია | |
კოორდინატები | 13°26′00″ ჩ. გ. 103°50′00″ ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1992 (მე-16 სესია) | |
ნომერი | 668 | |
საფრთხის ქვეშ | 1992-2004 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 668 ინგლ. • რუს. • ფრ. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.