ანრი II (საფრანგეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ანრი II დე ვალუა (ფრანგ. Henri II de Valois; დ. 31 მარტი, 1519, სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი — გ. 10 ივლისი, 1559, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1547–1559 წლებში, ვალუების დინასტიისა. ანრი იყო მეფე ფრანსუა I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას მეორე ვაჟი. მეფედ იკურთხა 1547 წელს. 1533 წლის ოქტომბერს მან იქორწინა ეკატერინე მედიჩზე (1519–1589). იბრძოდა ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, მონარქიის განმტკიცებისათვის, მკაცრად დევნიდა ჰუგენოტებს. 1559 წელს გამოსცა ედიქტი, რომელიც ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. 1559 წელს ანრი II-ს თავისი ასულის ელიზაბეტას და ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის ქორწილზე გამართულ რაინდთა ტურნირზე მონტგომერიმ შუბი თვალში მოარტყა და მოკლა.
სწრაფი ფაქტები საფრანგეთის მეფე, კორონაცია: ...
ანრი II დე ვალუა | |
---|---|
Henry II de Valois | |
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 25 ივლისი, 1547 |
მმართ. დასაწყისი: | 31 მარტი, 1547 |
მმართ. დასასრული: | 10 ივლისი, 1559 |
წინამორბედი: | ფრანსუა I |
მემკვიდრე: | ფრანსუა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 მარტი, 1519 |
დაბ. ადგილი: | სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 10 ივლისი, 1559, (40 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ეკატერინე მედიჩი (ქ. 1533) |
შვილები: |
ფრანსუა II, საფრანგეთის მეფე ელიზაბეტი, ესპანეთის დედოფალი კლაუდია, ლოთარინგიის ჰერცოგინია შარლ IX, საფრანგეთის მეფე ანრი III, საფრანგეთის მეფე მარგარიტა, ნავარის დედოფალი ფრანსუა, ალანსონის ჰერცოგი დიანა, კასტროს ჰერცოგინია (უკანონო) |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ფრანსუა I, საფრანგეთის მეფე |
დედა: | კლაუდია ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
დახურვა