![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Guise.jpg/640px-Guise.jpg&w=640&q=50)
ანრი I დე გიზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანრი I დე გიზი (დ. 31 დეკემბერი, 1550 — გ. 23 დეკემბერი, 1588) — გიზის მეორე ჰერცოგის, ფრანსუა დე გიზისა და მისი მეუღლის, ანა დ'ესტეს უფროსი ვაჟი. მისი დედის მამა იყო ფერარას ჰერცოგი - ერკოლე II დ'ესტე, ხოლო დედის დედა რენე დე ვალუა, საფრანგეთის მეფე, ლუი XII-ის ქალიშვილი. ამას გარდა მისი დედის პაპა და ბებია იყვნენ რომის პაპი ალექსანდრე VI და ლუკრეცია ბორჯია. აქედან გამომდინარე ანრის რამდენიმე სახელმწიფოს სამეფო დინასტიებთან ჰქონდა კავშირი.
ანრი I დე გიზი | |
---|---|
Henry I de Guise | |
![]() | |
გიზის 3-ე ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1563 |
მმართ. დასასრული: | 1588 |
წინამორბედი: | ფრანსუა დე გიზი |
მემკვიდრე: | შარლ დე გიზი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 დეკემბერი, 1550 |
გარდ. თარიღი: | 23 დეკემბერი, 1588 (37 წლის) |
მეუღლე: | კატრინ კლეველი |
შვილები: | შარლი, ანრი, ეკატერინე, ლუი III, შარლი, მარია, კლაუდია, კატრინი, ქრისტინე, ფრანსუა, რენე, ჟანა, ლუიზა, ფრანსუა |
დინასტია: | გიზი (დინასტია) |
მამა: | ფრანსუა დე გიზი |
დედა: | ანა დ’ესტე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
1576 წელს ანრიმ დააარსა კათოლიკური ლიგა, რათა თავიდან აეცილებინა ჰუგენოტი ანრი დე ბურბონის, ნავარის მეფის, საფრანგეთის ტახტზე ასვლა. ანრი საფრანგეთის რელიგიური ომების დროს ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო. 1584 წელს ჩაება საფრანგეთის ტახტისათვის ბრძოლაში, რომელსაც სამი ანრის ბრძოლა ეწოდა. იგი იყო საფრანგეთის დედა დედოფალ ეკატერინე მედიჩის ერთ-ერთი უდიდესი მოწინააღმდეგე. 1588 წელს ეკატერინეს ვაჟმა, საფრანგეთის მეფე ანრი III დე ვალუამ ანრი დე გიზი მოკლა.