არჩევითი მონარქია
From Wikipedia, the free encyclopedia
არჩევითი მონარქია — მონარქიის ტიპი, როდესაც ახალ მონარქს მისი წინამორბედის უფლებამოსილებების შეწყვეტის შემდეგ ირჩევს პარლამენტი, მონარქიული ოჯახის წევრები ან სხვა სპეციალური ორგანო. ასეთი სისტემა ხშირად გამოიყენებოდა არქაულ სახელმწიფოებში — ძველი რომის მეფეებს ირჩევდა კომიცია, მონღოლთა იმპერიის ყაენებს — ყურულთაი. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც ტახტის მემკვიდრეს მამის სიცოცხლეშივე ირჩევდნენ, შუა საუკუნეების სკანდინავიაში, კორეულ სახელმწიფო სილაში აბსოლუტური მონარქიის განმტკიცებას მოჰყვა მემკვიდრეობით მონარქიაზე გადასვლა.