არჩიბალდ სეისი
From Wikipedia, the free encyclopedia
არჩიბალდ ჰენრი სეისი (ინგლ. The Reverend Archibald Henry Sayce; დ. 25 სექტემბერი, 1846, შირჰემპტონი, ბრისტოლი, ინგლისი — გ. 4 თებერვალი, 1933) — ასირიოლოგიის პიონერი, ენათმეცნიერი, 1891–1919 წლებში ასირიოლოგიის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. ცნობილია აგრეთვე ძველი ეგვიპტის და მცირე აზიის ცივილიზაციების (ხეთების, კარიელების, ლიდიელების და სხვ.) შესწავლით. სეისმა საფუძველი დაუდო ლუვიური იეროგლიფების გაშიფრვაზე მუშაობის დაწყებას, რომლებსაც, ენის წინასწარ არცოდნის გამო, შეცდომით „ხეთური“ უწოდა. მიუხედავად ამისა, ამ დამწერლობის გაშიფრვრის შემდეგაც, ტრადიციულად, მათ „ხეთურს“ უწოდებდნენ.