ატლეტიკო მადრიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
„ატლეტიკო მადრიდი“ (ესპ. Atlético de Madrid) — ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ქალაქ მადრიდიდან. ასპარეზობს პრიმერა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანოზე.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი | Club Atlético de Madrid S.A.D | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | Los Colchoneros (მელეიბეები), Los Rojiblancos (წითელ-თეთრები), Los Indios (ინდიელები) | |||
დაარსდა | 26 აპრილი, 1903; 121 წლის წინ (1903-04-26) | |||
სტადიონი |
ვანდა მეტროპოლიტანო მადრიდი, ესპანეთი (ტევადობა: 67 703 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ენრიკე სერესო | |||
მწვრთნელი | დიეგო სიმეონე | |||
კაპიტანი | კოკე | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2020–21 | ჩემპიონი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დახურვა
დაარსდა 1903 წელს და დღემდე ერთ-ერთი წამყვანი კლუბია ესპანეთში. „ატლეტიკო“ ტიტულების სიმრავლით მხოლოდ მადრიდის „რეალს“ და კატალონიის „ბარსელონას“ ჩამორჩება ესპანეთის მასშტაბით. „ატლეტიკო“ დღესაც ევროპულ გრანდად მოიაზრება. კლუბი 2010[1] და 2012 წლებში გახდა უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული. 2014 წელს გუნდმა მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფინალში.