ახალი აღთქმა
ბიბლიის მეორე ნაწილი, რომელშიც გადმოცემული ფაქტები ქრისტეს შობის შემდეგაა მომხდარი ან მოხდება / From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი აღთქმა, „საღვთო წიგნების“ კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“, ანუ 4 სახარება - მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“, „კათოლიკე ეპისტოლენი“ (7), „ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი“ (14) და „გამოცხადება იოანესი“, ანუ „აპოკალიფსისი“.