ბაბილონეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაბილონეთი — ძველი სახელმწიფო შუამდინარეთის სამხრეთში (ახლანდელი ერაყის ტერიტორია). წარმოიშვა ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში, დამოუკიდებლობა საბოლოოდ დაკარგა ძვ. წ. 539 წელს. სახელი ეწოდა მთავარი ქ. ბაბილონის მიხედვით. ბაბილონეთის ისტორია ოთხ პერიოდად იყოფა:
- ძველბაბილონური ხანა (ძვ. წ. 1895 - ძვ. წ. 1518);
- კასიტური პერიოდი (ძვ. წ. 1518 - ძვ. წ. 1204);
- პოლიტიკური დაქვეითების ხანა (ძვ. წ. 1204 - ძვ. წ. 626);
- ახალი ბაბილონის სამეფო (ძვ. წ. 626 - ძვ. წ. 539).