From Wikipedia, the free encyclopedia
ბან-პა-ინის სამეფო სასახლე (ტაი. พระราชวังบางปะอิน), აგრეთვე ცნობილი როგორც ზაფხულის სასახლე — სასახლის კომპლექსი, რომელსაც ტაილანდის მეფეები საზაფხულო რეზიდენციად იყენებდნენ. სასახლე მდინარე ჩაო ფრაიას სანაპიროზე მდებარეობს პან-პა-ინის რაიონში, აიუთაიას პროვინციაში.
კომპლექსი ააშენა მეფე პრასატ თონმა, თუმცა თითქმის მთელი XVIII-XIX ს. მანძილზე ცარიელი და მიუხედავი იყო. XIX საუკუნის შუა წლებში მეფე მონკუტმა ის აღადგინა. ამჟამად შემორჩენილი შენობების უმეტესობა 1872-1889 წლებშია აგებული მეფე ჩულალონკორნის მიერ. კომპლექსი მოიცავს ვრცელ ბაღებს და ველებს, „სამოთხის ნათებას“, ჩინური სტილის სამეფო სასახლესა და გვირგვინის ოთახს; ასევე სამეფო რეზიდენციას, სათვალთვალო კოშკს და პავილიონს მცირე ტბის შუაგულში.
კომპლექსი ღიაა ტურისტებისთვის. მეფე ბუმიბოლ ადულიდეი და მისი ოჯახი სასახლეს მხოლოდ ბანკეტებისთვის და სპეციალური ღონისძიებებისთვის იყენებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.