ბერეზანი (კუნძული)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერეზანი (უკრ. Береза́нь) — კუნძული შავ ზღვაში. გველის კუნძულთან ერთად წარმოადგენს შავი ზღვის რამდენიმე კუნძულთაგანს, რომელიც შედგება მიწის საფუძვლიანი ქანებისაგან და არ წარმოქმნილა წყლების აკუმულაციური მოქმედების შედეგად. ადმინისტრატიულად შედის ოჩაკივის რაიონში (მიკოლაივის ოლქი. სიგრძე მიალოებით ერთი კილომეტრი, საგანით სადღაც ნახევარი კილომეტრი, ჩრდილოეთ ნაწილის სიმაღლეა 3-6 მ, სამხრეთისა — 21 მ. ბერეზანი წარმოადგენს უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის „ოლვიას“ ნაწილს. კუნძული უკაცრიელია. ზაფხულობით აქ მუშაობს უემა-ს არქეოლოგიის ინსტიტუტი და სახელმწიფო ერმიტაჟი. არქეოლოგიური ძეგლი რეგულარულად ზიანდება არასანქცირებული გათხრების გამო.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერეზანი. |