From Wikipedia, the free encyclopedia
ბერლინის კონგრესი (13 ივნისი — 13 ივლისი, 1878 წელი) — საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მოწვეულ იქნა ავსტრია-უნგრეთის და ინგლისის მოთხოვნითა და გერმანიის მხარდაჭერით რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდგომ დადებული სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) პირობების გადასასინჯად.
კონგრესის შედეგად მაკედონია (სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით შედიოდა ბულგარეთის შემადგენლობაში) დაუბრუნდა ოსმალეთს. ბულგარეთის ტერიტორია, რომელსაც მიღებული ჰქონდა ავტონომია, ნახევარზე მეტად შემცირდა. ბალკანეთის სამხრეთით მდებარე ბულგარელებით დასახლებული ოლქებისაგან შეიქმნა აღმოსავლეთი რუმელია, რომელიც სულთნის გამგეობაში რჩებოდა, თუმცა ენიჭებოდა ადმინისტრაციული ავტონომია. ცნეს სერბეთის, ჩერნოგორიის და რუმინეთის დამოუკიდებლობა. ჩერნოგორიის ტერიტორია სან-სტეფანოს საზავის პირობებით მიღებულთან შედარებით შემცირდა ორი მესამედით. ავსტრია-უნგრეთმა მიიღო სლავებით დასახლებული ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოკუპირების „უფლება“. რუსეთს დაუმკვიდრეს ბათუმი, ყარსი და არტაანი, ასევე ბესარაბიის სამხრეთ ნაწილი. ოსმალთა უღლისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულეთი, თუმცა საქართველოსა და სომხეთის მიწა-წყლის მნიშვლენოვანი ნაწილი კვლავ ოსმალეთს დარჩა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.