From Wikipedia, the free encyclopedia
ბლანკა ლანკასტერელი (ინგლ. Blanche of Lancaster; დ. 25 მარტი, 1342 — გ. 12 სექტემბერი, 1368) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომამდგენელი. ლანკასტერის ჰერცოგინია როგორც ჰერცოგ ჰენრი ლანკასტერელის ქალიშვილი. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის დედა.
ბლანკა ლანკასტერელი | |
---|---|
წოდებები
ლანკასტერის ჰერცოგინია | |
დაიბადა | 25 მარტი, 1342 |
გარდაიცვალა | 12 სექტემბერი, 1368, (26 წლის) |
საგვარეულო | პლანტაგენეტები |
მეუღლე(ები) | ჯონი, ლანკასტერის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
ფილიპა, პორტუგალიის დედოფალი ჰენრი IV, ინგლისის მეფე |
მამა | ჰენრი, ლანკასტერის ჰერცოგი |
დედა | იზაბელ დე ბემონი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბლანკა დაიბადა 1342 წლის 25 მარტს ბოლინგბროკის სასახლეში, ლინკოლნშირში. იგი იყო ლანკასტერისა და ლეიცესტერის ჰერცოგ ჰენრი ლანკასტერელისა და მისი მეუღლის, იზაბელა დე ბემონის მეორე და ნაბოლარა ასული.
ბლანკას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავდა — მაუდ ლანკასტერელი, რომელიც ცოლად ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ I-ს გაჰყვა. 1361 წელს მამამისი, ჰერცოგი ჰენრი შავმა ჭირმა იმსხვერპლა, რის გამოც მისი ტიტულებიცა და ქონებაც დებმა თანაბრად გადაინაწილეს. მაუდი ლეიცესტერის გრაფინია გახდა, ხოლო ბლანკა ლანკასტერის ჰერცოგინია. მალევე, 1362 წელს მაუდი მშობიარობას გადაჰყვა, თანაც ისე, რომ მემკვიდრე ვერ დატოვა, ამიტომაც მთელი მისი ქონება ბლანკას დარჩა.
1359 წლის 19 მაისს, ბერკშირში ბლანკა დაქორწინდა თავის ბიძაშვილ ჯონ პლანტაგენეტზე, რომელიც იყო მეფე ედუარდ III-ის უმცროსი ვაჟი. როგორც რძალს, მეფე ედუარდმა ბლანკას უამრავი საჩუქარი მიართვა. აღსანიშნავია, რომ ბლანკამ ჯონი თანამმართველად დაინიშნა და მას ლანკასტერის ჰერცოგის წოდება მისცა. ისინი ასევე იყვნენ ლეიცესტერის, დერბისა და ლინკოლნის ჰერცოგ-ჰერცოგინია.
იმ მცირე მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ირკვევა, რომ ბლანკასა და ჯონს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბლანკას ნაადრევი დაღუპვის შემდეგ ჯონი კიდევ ორჯერ დაქორწინდა, მან დაკრძალვა მხოლოდ ბლანკას გვერდით ისურვა. ბლანკასა და ჯონს სულ შვიდი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ სამმა მიაღწია ზრდასრულობამდე.
ბლანკა ლანკასტერელი გარდაიცვალა 1368 წლის 12 სექტემბერს სტენფორდშირში, 26 წლის ასაკში, რა დროსაც მისი ქმარი ზღვის გადაღმა, აკვიტანიაში იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი, იმ პერიოდში მეტად გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემია გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.