ბლანშ არტუელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბლანშ არტუელი (ფრანგ. Blanche d'Artois, ბასკ. Blanka Artoiskoa, ინგლ. Blanche of Artois; დ. 1248 — გ. 2 მარტი, 1302) — კაპეტინგების დინასტიის არტუას შტოს წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ის შვილიშვილი. ნავარის დედოფალი 1270-74 წლებში როგორც ანრი I-ის მეუღლე. თავისი შვილის, ნავარის დედოფალ ჟანა I-ის რეგენტი 1274-75 წლებში, რის შემდგომაც ეს სტატუსი საფრანგეთის მეფე ფილიპ III-მ მიიღო. ამის შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა ინგლისის მეფე ჰენრი III-ის უმცროს ვაჟზე, უკვე დაქვრივებულ ედმუნდ ლანკასტერზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა.
სწრაფი ფაქტები ბლანშ არტუელი, ნავარის დედოფალი ...
ბლანშ არტუელი | |
---|---|
ნავარის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 დეკემბერი, 1270 |
მმართ. დასასრული: | 22 ივლისი, 1274 |
წინამორბედი: | იზაბელა ფრანგი |
მემკვიდრე: | მარგარიტა ბურგუნდიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1248 |
გარდ. თარიღი: | 2 მარტი, 1302, (53-54 წლის) |
მეუღლე: |
ანრი I, ნავარის მეფე (ქ. 1269 - გარდ. 1274) ედმუნდი, ლანკასტერის ერლი (ქ. 1276 - გარდ. 1296) |
შვილები: |
თეობალდი ჟანა I, ნავარის დედოფალი თომასი, ლანკასტერის ერლი ჰენრი, ლანკასტერის ერლი |
დინასტია: | არტუელები |
მამა: | რობერ I, არტუას გრაფი |
დედა: | მატილდა ბრაბანტელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა