ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა — ბოსნია და ჰერცეგოვინის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1998 წლის 4 თებერვალს.
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა | |
---|---|
მიღებულია | 4 თებერვალი, 1998 |
პროპორცია | 1:2 |
დროშის ავტორი | კარლოს ვესტენდორფი |
წინა დროშები | |
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა 1992-1998 წწ. | |
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა 1945-1992 წწ. |
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში მიიღეს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა, რომელიც წარმოადგენდა ვერცხლისფერ ნაჭერს ცენტრში ქვეყნის გერბით. ზუმუხტისფერ ფარზე გამოსახული იყო ექვსი ოქროსფერი შროშანი. ფარს დიაგონლზე კვეთდა ვერცხლისფერი ზოლი. ბოსნიის ომის დროს დროშას იყენებდნენ ბოსნიელი მუსულმანები და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის მთავრობა თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ამჟამად ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის დროშას იყენებენ მუსულმანური ნაციონალური ორგანიზაციები, ბოსნიელი ეროვნების ფეხბურთის გულშემატკივრები, ასევე ბოსნიელი ნაციონალისტები.
თანამედროვე დროშაზე ლურჯი ფერი გაეროს ფერია. ვარსკვლავები ევროპას განასახიერებენ, ხოლო ოქროსფერი სამკუთხედი სამი ერის (ბოსნიელები, ხორვატები, სერბები) სიმბოლოა.