გამზრდელი (პოემა)
აკაკი წერეთლის პოემა / From Wikipedia, the free encyclopedia
გამზრდელი — ქართველი პოეტის, აკაკი წერეთლის ერთ-ერთი პოემა, რომელიც 1898 წელს დაწერა. პოემა გამზრდელი მოგვითხრობს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ვაჟკაცობასა და ტოლერანტობის შესახებ. პოემა გამოირჩევა აკაკისთვის დამახასიათებელი ტკბილი ჟღერადობით. „გამზრდელი“ აკაკის მსოფლმხედველობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიიჩნევა. პოემა ფინალით განსხვავდება სხვა მხრივ მსგავსი ნაწარმოებებისგან „მატეო ფალკონე“ (პროსპერ მერიმე, 1829), „ტარას ბულბა“ (ნიკოლოზ გოგოლი, 1842), და „ხევისბერი გოჩა“ (ალექსანდრე ყაზბეგი, 1884).