From Wikipedia, the free encyclopedia
გარახონაის ეროვნული პარკი (ესპ. Parque nacional de Garajonay) - მდებარეობს ესპანეთში, კანარის კუნძულების კუნძულ გომერაზე. 1981 წელს მიიღო ეროვნული პარკის სტატუსი, ხოლო 1986 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კრიტერიუმი:VII, IX). პარკის ფართობია 40 კმ2. სახელწოდება მიიღო გარახონაისგან (კუნძულის უმაღლესი მწვერვალი - 1484 მ.). პარკის ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან 790-1400 მეტრ სიმაღლეზე.
გარახონაის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 28°07′34″ ჩ. გ. 17°14′14″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 380 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 380 ინგლ. • რუს. • ფრ. |
პარკში არსებულ სტატუეტებს და პარკს სახელი ეწოდა ადგილობრივი მოსახლეების გუანჩების ტომელთა შეყვარებულების პატივსაცემად, რომელთა ისტორია მოგვაგონებს რომეოსა და ჯულიეტას ისტორიას. გარა იყო კუნძულ გომერას პრინცესა, ხოლო ხონაი კ. ტენერიფეს მეფის შვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.