გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი
From Wikipedia, the free encyclopedia
გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი (გერმ. Georg Friedrich Händel; დ. 23 თებერვალი, 1685, ჰალე (ზაალე) — გ. 14 აპრილი, 1759, ლონდონი) — ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება მოიცავს 42 ოპერას, 29 ორატორიას, ასევე საეკლესიო ქორალებს, საორღანო კონცერტებს, გასართობი სახის ნაწარმოებებს. მის ნაწარმოებებს შორის უმნიშვნელოვანესია ორატორია „მესია“. ჰენდელის შემოქმედება იმდროინდელი მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს; ცხოვრების დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში გაატარა.