![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Bundesarchiv_Bild_183-S37772%252C_Gerd_v._Rundstedt.jpg/640px-Bundesarchiv_Bild_183-S37772%252C_Gerd_v._Rundstedt.jpg&w=640&q=50)
გერდ ფონ რუნდშტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ რუდოლფ გერდ ფონ რუნდშტეტი (გერმ. Karl Rudolf Gerd von Rundstedt; დ. 12 დეკემბერი, 1875, აშერსლებენი, გერმანია — გ. 24 თებერვალი, 1953, ჰანოვერი, გერმანია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტის“ გენერალ-ფელდმარშალი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Bundesarchiv_Bild_183-S37772%2C_Gerd_v._Rundstedt.jpg/320px-Bundesarchiv_Bild_183-S37772%2C_Gerd_v._Rundstedt.jpg)
მეორე მსოფლიო ომის დროს რუნდშტეტი იყო დიდი სამხედრო შენაერთების მთავარსარდალი პოლონეთში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტებზე. იგი იყო „ვერმახტის“ დასავლეთ ფრონტის მთავარსარდალი და ევალებოდა ხელი შეეშალა დასავლეთ ევროპაში მოკავშირეთა ძალების გადმოსხმისათვის.