Guerrillero Heroico (ქართ. პარტიზანული ომის გმირი) — მარქსისტი რევოლუციონერის — ჩე გევარას საკულტო ფოტო, რომელზეც ის გამოსახულია თავის შავი ბერეტით, გადაიღო ალბერტო კორდამ. გადაღებულია 1960 წლის 5 მარტს, კუბის დედაქალაქ ჰავანაში, ხომალდ „ლა-კუბღის“ (ფრანგ. La Coubre) აფეთქების დროს დაღუპულთათვის პატივის მიგების ცერემონიის დროს. 1960-იანი წლების ბოლოს იგი იქცა ქარიზმატულ და სადავო კულტურულ გამოსახულებად.[1] კორდას თქმით, ფოტოს გადაღების მომენტში, მან ასახა გევარას გამომეტყველება, რომელიც სავსე იყო „აბსოლუტური ულმობელობით“,[2] სიბრაზითა და ტკივილით.[3] წლების შემდეგ, კორდა აღნიშნავდა, რომ ფოტო ასახავდა ჩეს მტკიცე და სტოიკურ ხასიათს.[4] ფოტოს გადაღებისას, გევარა 31 წლის იყო.

Thumb
ალბერტო კორდას მიერ გადაღებული ჩე გევარას ცნობილი ფოტო
Thumb
პოპულარული, ამოჭრილი ვერსია

მერილენდის ხელოვნების ინსტიტუტ-კოლეჯმა სურათს XX საუკუნის სიმბოლო და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფოტო უწოდა, რითაც ხაზს უსვამს სურათის ყველგანმყოფობის ბუნებას და ფართო მოწოდებას.[5] მისი ვერსიები დახატეს, დაბეჭდეს, გააციფრულეს, ამოქარგეს, ტატუებზე დაიტანეს, ტრაფარეტები გააკეთეს, გამოასკულპტურეს თუ ამოსახეს ყველა წარმოსადგენ ზედაპირზე. როგორც ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ფოტო იმაზე მეტად იქნა გამრავლებული, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფოტოგრაფიული ნამუშევარი.[6] კალიფორნიის ფოტოგრაფიის მუზეუმის დირექტორმა ჯონათან გრინმა კი ივარაუდა, რომ „კორდას ფოტო თავისი გზით მუშაობდა მთელი მსოფლიოს ენებში. ის გახდა ალფა-რიცხვითი სიმბოლო, იეროგლიფი, მყისიერი სიმბოლო. ის მისტერიულად ხელახლა ჩნდება ყველგან, სადაც კი კონფლიქტია. ისტორიაში არ არსებობს სხვა მისი მსგავსი, რომელიც ამ გზით მუშაობს“.[7]

სურათის ისტორია და თანამედროვე მსოფლიო გავლენა საფუძვლად დაედო ტირშა ზიფის 2008 წლის დოკუმენტურ ფილმს „ჩევოლუცია“,[8] ისევე როგორც მაიკლ კეისის 2009 წელს გამოსულ წიგნს „ჩეს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ: სურათის მემკვიდრეობა“.[9]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა
სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.