გრანადა (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „გრანადა“ (ესპ. Granada Club de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1921 წელს, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ გრანადაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ნუევო ლოს კარმენესზე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრანადა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი | Granada Club de Fútbol, S.A.D. | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
ნასრიდები (ესპ. Nazaríes) გრანა (ესპ. El Graná) | |||
დაარსდა | 14 აპრილი, 1931; 93 წლის წინ (1931-04-14) | |||
სტადიონი |
ნუევო ლოს კარმენესი გრანადა, ესპანეთი (ტევადობა: 23,934 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ციან ლიჟანგი | |||
მწვრთნელი | ტონი ადამსი | |||
კაპიტანი | დიმიტრი ფულკიე | |||
ლიგა | სეგუნდა დივიზიონი | |||
2016-17 | პრიმერა დივიზიონი, მე-20 ადგილი (დაქვეითდა) | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დახურვა
„რეალ ბეტისთან“ და „სევილიასთან“ ერთად „გრანადა“ არის მესამე ანდალუზიური კლუბი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში. პირველად უმაღლეს ლიგაში აღზევდა 1941-42 წლების სეზონში, სადაც ჯამში 20 სეზონი გაატარა. საუკეთესო შედეგია მე-6 ადგილი, რომელიც 2 სეზონში დაიკავა. 1959 წელს ითამაშა ესპანეთის თასის ფინალში.