გრაფიტი (მინერალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გრაფიტი (ძვ. ბერძნ. γράφω — ვწერ) — მინერალი თვითნაბადი ელემენტების კლასიდან, ნახშირბადის ერთ-ერთი ალოტროპიული მოდიფიკაცია. სტრუქტურა ფენოვანია. კრისტალური მესერის ფენებს შეუძლიათ განლაგდეს სხვადასხვანაირად ერთმანეთის მიმართ, რითაც ქმნიან მთელ რიგ პოლიტიპებს, სიმეტრიით ჰექსაგონალური სინგონიიდან (დიჰექსაგონალურ-დიპირამიდული), ტრიგონალური სინგონიამდე (დიტრიგონალური). ფენები სუსტი ტალღური, თითქმის ბრტყელია, შედგება ნახშირბადის ატომების ექვსკუთხა ფენებისაგან. კროსტალები ფირფიტისებურნი, ქერცლოვანია. ქმნიან ფურცლოვან და მომრგვალო რადიალურ-სხივურ აგრეგატებს, იშვიათად — აგრეგატები კონცენტრული-ზონალური აღნაგობისაა. მსხვილ კრისტალურ გამონაყოფს ხშირად სამკუთხა შტრიხი აქვს ზედაპირზე (0001).
ტერმინს „გრაფიტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრაფიტი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები გრაფიტი, საერთო ...
გრაფიტი | |
---|---|
გრაფიტი | |
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | C (ნახშირბადი) |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ნაცრისფერი, შავი ფოლადისებური |
კრისტალოგრაფია | ცხრილური, ექვსგვერდიანი ფენებიანი მასა, მარცვლოვანი მკვრივი მაშები |
კრისტალის სინგონია | ჰექსაგონალური (პლანაქსიალური) |
სიმაგრე მოოსის სკალით | 1-2 |
მინერალის ელვარება | ლითონისებური |
ხაზის ფერი | შავი |
სიმკვრივე | 2,09—2,23 კგ/მ³ |
Fusibility | არალღვობადი |
ხსნადობა | უხსნადი |
დახურვა