![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0b/Papa_Gregorius_Undecimus.jpg/640px-Papa_Gregorius_Undecimus.jpg&w=640&q=50)
გრიგოლ XI
From Wikipedia, the free encyclopedia
გრიგოლი XI (ლათ. Gregorius PP. XI; ერისკაცობაში პიერ როჟე დე ბოფორი; დ. ? — გ. 27 მარტი, 1378) — ფრანგი რომის პაპი 1370–1378 წლებში. პაპობა მოუწია ავინიონის ტყვეობის პერიოდში (1309–1377). ეკატერინე სიენელის ზეგავლენით ავინიონიდან პაპის ტახტი ისევ რომში დააბრუნა, რითაც დასრულდა 70-წლიანი ავინიონის ტყვეობა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0b/Papa_Gregorius_Undecimus.jpg/320px-Papa_Gregorius_Undecimus.jpg)
გრიგოლი XI იყო კლემენტ VI-ის ძმისშვილი. სწავლობდა ანჟერის უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლობდა სამართალს პერუჯაში.
მას ჰყავდა 5 და, 5 ძმა და ასევე 3 ნახევარძმა.