გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია (გერმ. Die Sozialdemokratische Partei Deutschlands, SPD) — გერმანიის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულებისაა. დაარსდა 1863 წლის 23 მაისს, როგორც საერთოგერმანული მუშათა ასოციაცია. კონსერვატიულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ერთად არის ერთ-ერთი გერმანიის ორ ძირითად პარტიას შორის.
Sozialdemokratische Partei Deutschlands გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ზიგმარ გაბრიელი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 23 მაისი, 1863 |
წინამორბედი |
ADAV SDAP |
პოზიციები | |
იდეოლოგია | სოციალ-დემოკრატია |
პოლიტიკური პოზიცია | მემარცხენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სოციალისტური პარტია |
საერთაშორისო აკრედიტაცია | პროგრესული ალიანსი |
წარმომადგენლობითობა | |
ბუნდესტაგი |
207 / 736 |
რეგიონული პარლამენტები |
455 / 1 894 |
ევროპის პარლამენტი |
16 / 96 |
ფერები | |
შტაბ-ბინა |
Willy-Brandt-Haus D-10911 ბერლინი |
www.spd.de |
პარტიას 495 000 წევრი ჰყავს, რომელთა 31% ქალია. სოციალ-დემოკრატებს 206 წარმომადგენელი ჰყავს გერმანიის ბუნდესტაგში, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარლამენტის მეორე პალატაშიც ბუნდესრატშიც. პარტიას თავმჯდომარეობს ყოფილი გარემოს, ბუნების დაცვისა და ატომური უსაფრთხოების მინისტრი ზიგმარ გაბრიელი. სოციალ-დემოკრატები გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან 7-ში მთავრობის მეთაურები არიან (მათ შორის ბერლინში, რაინლანდ-პფალცში, ბრანდერბურგში), დამატებით 4 მხარეში კი კოალიციის „უმცროსი მონაწილენი“ არიან. პარტიასთან დაახლოვებული საერთაშორისო ფონდია – ფრიდრიხ ებერტის ფონდი.