გურგენი (ქართლის მეფე)
From Wikipedia, the free encyclopedia
გურგენი — ქართლის (იბერიის) მეფე VI საუკუნის 20-იან წლებში. მოხსენიებული ჰყავს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. ქართულ ისტორიულ წყაროებში არ იხსენიება.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენი (მრავალმნიშვნელოვანი). |
523 წელს გურგენი მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თავისი ოჯახითა და მომხრე აზნაურებით ბიზანტიას შეაფარა თავი. პროკოპი კესარიელის ცნობით, იმავე ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, მაგრამ სხვა ბიზანტიის წყაროებით ირკვევა, რომ გურგენი არ ყოფილა ქართლის უკანასკნელი მეფე და ერთხანს მის შემდეგაც გრძელდებოდა მეფობა.