From Wikipedia, the free encyclopedia
დავით ტბელი — X საუკუნის II ნახევრის ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ტბეთის ეპისკოპოსი. ბერძნულიდან თარგმნა კიმენური („ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ნეტარისა მართაჲსი, წმიდისა სჳმონის დედისაჲ“, „ცხორებაჲ გრიგოლ აკრაკანტელისაჲ“ და სხვ.) და მეტაფრასული („წამებაჲ წმიდისა დიდისა მოწამისა არტემისი“, „წამებაჲ წმიდათა და ყოვლადქებულთა ათთა ქრისტეს მოწამეთა“ და სხვ.) ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ეფრემ მცირის ცნობით, მას უთარგმნია სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასები. მასვე ეკუთვნის გრიგოლ ღვთისმეტყველის რამდენიმე თხზულების თარგმანი. ძველ წყაროებში დავით ტბელი იხსენიება ეპისკოპოს სტეფანე სანანოისძესთან ერთად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.