დეივიდ ლოიდ ჯორჯი
ბრიტანელი პოლიტიკოსი და პრემიერ-მინისტრი (1916-1922) / From Wikipedia, the free encyclopedia
დეივიდ ლოიდ ჯორჯი — დუივორის 1-ლი გრაფი, გვინედის ვიკონტი (ინგლ. David Lloyd George; დ. 17 იანვარი 1863, მანჩესტერი — გ. 26 მარტი 1945, ქარნარვონშირი, უელსი) — ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიიდან (1916-1922). უინსტონ ჩერჩილის ახლო მეგობარი.[1]
დეივიდ ლოიდ ჯორჯი ინგლ. David Lloyd George | |
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 დეკემბერი 1916 – 22 ოქტომბერი 1922 | |
წინამორბედი | ჰერბერტ ჰენრი ასკვიტი |
მემკვიდრე | ენდრიუ ბონარ ლოუ |
დაბადებული | 17 იანვარი 1863 მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვლილი | 26 მარტი, 1945 (82 წლის) ლანისტიმდუი, დიდი ბრიტანეთი |
პოლიტიკური პარტია | ლიბერალური |
ხელმოწერა |
წარმოშობით უელსური ოჯახიდანაა (უელსური წარმოშობის ერთადერთი ბრიტანელი პრემიერი), შეისწავლიდა კანონს და მუშაობდა ადვოკატად ლონდონში. როდესაც ლიბერალურ პარტიაში გაწევრიანდა, იგი პარლამენტის წევრად 1890 წელს. 1905 წლიდან იგი ხელისუფლების წევრი იყო, ხოლოდ 1916-დან — პრემიერ-მინისტრი.
ხელმძღვანელობდა ბრიტანულ დელეგაციას გერმანიასთან მოლაპარაკებისას, ხელი მოაწერა ვერსალის საზავო ხელშეკრულებას. 1921 წელს მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში, რომლებსაც შედეგად მოჰყვა ირლანდიის თავისუფალი რესპუბლიკის შექმნა. 1922 წელს სამსახურიდან დაეთხოვა.
მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ იყო ინგლისსა და გერმანიას შორის მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი მომხრე, რადგან თვლიდა, რომ ინგლისს არ შეეძლო ომის მარტოდ წარმოება.