From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტრი ნიკოლოზის ძე სენიავინი (დ. 17 აგვისტო [ ძვ. სტ. 6 აგვისტო], 1763, სოფ. კომლევი, ახლანდელი ბოროვსკის რაიონი, კალუგის ოლქი — გ. 17 აპრილი [ ძვ. სტ. 5 აპრილი], 1831), რუსი საზღვაო მხედართმთავარი, გენერალ-ადიუტანტი (1825), ადმირალი (1826).
1780 წელს დაამთავრა საზღვაო კადეტთა კორპუსი. 1783 წლიდან მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში, მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1787—1792), უშაკოვის ლაშქრობაში (1798—1800). 1798 წელს დაიპყრო საფრანგეთის ციხესიმაგრე წმინდა მავრას კუნძულზე, მონაწილეობდა კორფუს იერიშში. 1806 წელს რუსულ ფლოტს ხელმძღვანელობდა ადრიატიკის ზღვაში. 1807 წელს დარდანელის და ათონის ბრძოლებში ოსმალეთის ფლოტის განადგურებით უზრუნველყო რუსეთის ფლოტის განუყოფელი ბატონობა არქიპელაგზე. ინგლის-რუსეთის ომის (1807— 1812) დროს ინგლისელებთან სენიავინის მოლაპარაკებას მოჰყვა რუსული ესკადრის ინტერნირება. 1811 წელს სენიავინი დანიშნეს რეველის პორტის უფროსად, ხოლო 1813 წელს გადააყენეს. 1825 წელს რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობის გამწვავებასთან დაკავშირებით სენიავინი დააბრუნეს და ბალტიის ფლოტის სარდლად დეკაბრისტების ყურადღება მიიპყრო. სენიავინის სახელი ეწოდა რუსეთისა და საბჭოთა ფლოტის საბრძოლო ხომალდებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.