დისიდენტი (ლათ. dissidens, ნათ. ბრ. dissidentis— „ვინც არ ეთანხმება“) — პიროვნება, რომელიც ეწინააღმდეგება დამყარებულ მოსაზრებებს, პოლიტიკას ან სისტემას. უფრო ხშირად გამოიყენება ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური დისიდენტების აღსაწერად.

თავდაპირველად აღნიშნავდა ერეტიკოსს, მწვალებელს, ადამიანს, ვინც საეკლესიო მოძღვრების, ღვთისმსახურების ან ეკლესიის მოწყობის საკითხებში განუდგა გაბატონებული კონფესიის ოფიციალურ თვალსაზრისს.

1960-იანი წლებიდან ტერმინი გამოიყენებოდა სსრ კავშირსა და სოციალური ბანაკის სხვა ქვეყნებში იმ პირთა აღსანიშნავად, ვინც არ ეთანხმებოდა გაბატონებული იდეოლოგიის პოლიტიკურ დოგმატიკას. დისიდენტების ბრძოლის ფორმები მშვიდობიანი იყო. ისინი ღიად, დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. რამდენადაც ამის გაკეთება ტოტალიტარულ სისტემებში სახელმწიფოს მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მონოპოლიის გამო უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელი იყო, ამდენად დისიდენტები მიმართავდნენ პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურის გავრცელებას თვითგამოცემების სახით. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ ცივი ომის პერიოდში გამოცემული „ჯვარი ვაზისა“ სწორედ ამ სახის ლიტერატურას უნდა მივაკუთვნოთ. დისიდენტობა არ არსებობს იქ, სადაც არსებობს რელიგიური და პოლიტიკური პლურალიზმი, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება და შემწყნარებლობა. შესაბამისად, ყოფილ საბჭოთა კავშირში დისიდენტმა ფუნქცია დაკარგა იმ პროცესების შემდეგ, რომლებიც თან მოჰყვა გორბაჩოვის მიერ „პერესტროიკისა“ და „პლურალიზმის“ გამოცხადებას.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.