დოლომიტის ალპები
From Wikipedia, the free encyclopedia
დოლომიტის ალპები (იტალ. Dolomiti; გერმ. Dolomiten) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში, შედის სამხრეთი კირქვიანი ალპების სისტემაში. მასივი განლაგებულია იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შემდეგი პროვინციების ტერიტორიაზე: ბელუნო, ბოლცანო–სამხრეთ ტიროლი და ტრენტო. მასივი შემოსაზღვრულია მდინარეების დაბლობებით: იზარკო (ჩრდილო-დასავლეთი), პუსტერია (ჩრდილოეთი), პიავე (სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი), ბრენტა (სამხრეთ-დასავლეთი) და ადიჯე (დასავლეთი). ქედი გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე, უმაღლესი მწვერვალია — მარმოლადის მთა (3342 მეტრი).
სწრაფი ფაქტები დოლომიტის ალპები*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
დოლომიტის ალპები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 46°26′ ჩ. გ. 11°51′ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2009 (33-ე სესია) |
ნომერი | 1237 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
2009 წელს დოლომიტის ალპები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.