დუშანბე
From Wikipedia, the free encyclopedia
დუშანბე (ტაჯიკ. Душанбе, Dushanbe, 1929 წლამდე დუშამბე, 1961 წლამდე სტალინაბადი) — ტაჯიკეთის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. ტაჯიკურად სიტყვა „დუშანბე“ ორშაბათს ნიშნავს და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ის იმ სოფლის ადგილას გაშენდა, რომელშიც ორშაბათობით ბაზრობა იმართებოდა ხოლმე.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
დუშანბე Душанбе, Dushanbe | |||
| |||
ქვეყანა | ტაჯიკეთი | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 38°32′12″ ჩ. გ. 68°46′48″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | რუსტამ ემომალი | ||
დაარსდა | XVII საუკუნე | ||
პირველი ხსენება | 1676 | ||
ფართობი | 100 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 706 მ | ||
მოსახლეობა | 808.2 ათასი კაცი (2016) | ||
სიმჭიდროვე | 5 431 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||
სატელეფონო კოდი | 37 | ||
საფოსტო ინდექსი | 734000 | ||
საავტომობილო კოდი | 01 და 05 | ||
ოფიციალური საიტი | dushanbe.tj | ||
დახურვა
2016 წლის მოსახლეობით, დუშანბეს მოსახლეობა 808.2 ათას ადამიანს შეადგენს.
ისტორიულად, პატარა სოფელი დუშანბე, შეიქმნა ტაჯიკეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქად, 1924 წელს. 1929 წლამდე, რუსულ ენაზე, ქალაქის სახელწოდება ცნობილი იყო, როგორც დიუშამბე, ხოლო 1929-61 წლებში, ცნობილი იყო როგორც სტალინაბადი, იოსებ სტალინის შემდეგ.